აქტუალური
„რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, არამედ მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება, უკარნახოს დღის წესრიგი მთელ მსოფლიოს“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

1david-aqtual-2-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში ტარდება ნატოს წარმომადგენლობითი მესამე ფორუმი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საქმეში და კონფერენცია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში. თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმმა მუშაობა განაახლა. კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიმართა.

საქართველოს პროგრესი შეფასებულია ძალიან დადებითი სიტყვებით. ქვეყანა წინ მიიწევს, თუმცა, ჰქონდა გარკვეული შეფერხებები... ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, ნატოდან ხედავენ ქართველი ხალხის მონდომებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრი არა იმიტომ, რომ ეს პრესტიჟული კლუბია, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს და ეს სჭირდება მშვიდობისმოყვარე დემოკრატიულ მსოფლიოს. საქართველო საჭიროა ნატოსთვის... ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენ უახლოეს მომავალს“, - განაცხადა, კერძოდ, დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება: რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, არამედ, მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება, რომ უკარნახოს დღის წესრიგი მთელ მსოფლიოს. გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას სხვა გზით განვითარება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა. საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა - თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით არ გამოიხატება…“

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის - ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით ტარდება.