უცხოეთი
“ჩვენ მოხარულები ვართ რომ, ჩვენმა პუბლიკაციამ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის შესახებ სტამბულის აეროპორტში აღმოფხვრა სისხლიანი პროვოკაციის მცდელობა და გადაარჩინა რუსთავი 2 ის თანამშრომლების სიცოცხლე“ - Wiki Leaks-ის საგანგებო განცხადება

1ukr-zar-1-an-mtსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინული Wiki Leaks, უკრაინულ და ქართულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აცხადებს:

უკრაინული Wiki Leaks-შექმნა თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ, რომლის მთავარი მიზანია შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებილი შტატების აგრესიას, რომელთაც უკრაინა გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგნად აქციეს.

ამერიკაზე მიყიდულმა უკრაინელმა ლიდერებმა , საშუაება მისცეს რუსეთს მიეთვისებინა კრიმი, ხოლო დონბასში უაზრო ძმათაშორისი ომი გააჩაღეს. უკრაინა ეკონომიკური კარასტროფისა და სუვერენიტეტის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა.

ამ საქმეში განსაკუთრებულ როლი აკასრია ჩვენთან შემოგზავნილ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. 1989 წ საბჭოთა არმიის სასაზღვრო ჯარებში სამსახურისას მან თანამშრომლობა დაიწყო სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამასახურთან (КГБ). 1990 წელს კიევის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში (КИМО) სწავლისას კგბ-ს თანამშრომელი გახდა. სააკაშვილის ბიძამ კგბ-ს პოლკოვნიკმა თემურ ალასანიამ 1993 წელს გაანადგურა არქივში არსებული დოკუმენტები, სადაც მისი დისშვილის შესახებ ინფორმაცია ინახებოდა. ამ დოკუმენტების ასლს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ინახავს და გასაგები მიზეზების გამო სააშკარაოზე არ გამოაქვს.

1994 წელს სააკაშვილმა სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში სადაც იგი ამერიკის სპეც სამსახურებმა გადაიბირეს.

ორმაგი აგენტობის გამოცდილების მქონე მიხეილ სააკაშვილმა კარტბლანში მიიღო თავისუფლად ემოქმედა უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ცნობები რომ, მისი ძირითადი მიზანი და დავალებაა განაახლოს საომარი მოქმედებები უკრაინაში. ის ყველანაირად ცდილობს ამერიკა და რუსეთი დააპირისპიროს სირიის კონფლიქტში, რითაც იმედოვნებს ამერიკისგან მიიღოს სამხედრო დახმარება და უკარინაში გააფართოვოს წინააღმდეგობის ფრონტი. ბლოკირება გაუკეთოს დნესტრისპირეთს და ამით რუსეთს სამხრეთ უკრაინაში შეჭრის სფუძველი შეუქმნას, განაახლოს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ოჯახური ბიზნესი. სააკაშვილის მიზანია მიითვისოს უკრაინის სტრატეგიული ობიექტები: პორტები, ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ა,.

ყველაფერი ქართული სცენარის მსგავსათ კეათდება, ყალბი ბრძოლა კორუბციასთან და PR-ი, გაღატაკებული მოსახლეობის ტყუილებით გამოკვება. ათასობით ჩვენი თანამოქალაქის გაუბედურება არაფრად მიაჩნია, რითაც გზას იკაფავს პრემიერ მინისტრის სავარძლისკენ, შემდგომში კი უკრაინის პრეზიდენტობისკენ.

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო განადგუდეს და წაიშალოს, ხოლო უკრაინელმა ხალხმა გამოცადოს ის გარყვნილობა, გაუპატიურება და წამება რაც სააკაშვილის რეჟიმს საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად ქონდა ქცეული.

ჩვენ ვფლობთ მხოლოდ ნამდვილ უტყუარ ინფორმაციას და როგორც კი დავასრულებთ ლაზერული და რადიო ტალღების ბგერით სიგნალში გადაყვანას, ყველა აუდიო ვერსიას ჩვენ საიტზე განვათავსებთ.

ჩვენ მოხარულები ვართ რომ, ჩვენმა პუბლიკაციამ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის შესახებ რომელიც, 22 ოქტომბერს, სტამბულის აეროპორტში შედგა აღმოფხვრა სისხლიანი პროვოკაციის მცდელობა და გადაარჩინა რუსთავი 2 ის თანამშრომლების სიცოცხლე.

მედია საშუალებებს, განსაკუთრებით პოროშენკოს იდეოლოგიური რუპორის ,,უკრაინული პრავდასა“ და ოდესოს გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ტელევიზია რუსთავი 2-ს ვაცნობებთ , რომ ვიკილიქსს აქვს მუშაობის სპეციფიური სტილი და არ შეიძლება სადმე, რაიმე ოფისი გააჩნდეს. იმის შესახებ თუ სად არის დარეგისტრირებული და განთავსებული ჩვენი საიტი, შეგიძლიათ თავი არ შეიწუხოთ მისი ძებნა- დადგენისათვის, რადგანაც ლოკაციის ადგილს ვცვლით ძალიან ხშირად.

ჩვენ გვაქვს ათეულობით ჰოსტინგი და გამოყოფილი სერვერი მსოფლიოში სხვა და სხვა ადგილას. ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე ხდება მათი შესაბამისი სინქრონიზაცია. სისულელე იქნებოდა ამხელა რესურსის ერთ კომპანიაში ან ერთ ტერიტორიაზე განთავსება, მითუმეტეს რუსეთთან ან ამერიკასთან მიბმა. დაინტერესებული პირებისთვის ვაზუსტებთ რომ, ჩვენ ლოკაცია გვაქვს უკრაინაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, ყაზახეთში, აშშ- ში და სხვა ქვეყნებში“.

1ukr-zar-1-1 1ukr-zar-1-2
1ukr-zar-1-3 1ukr-zar-1-4
1ukr-zar-1-5