უცხოეთი
ოდესის მერის შტაბი - „დემოკრატი“ სააკაშვილის მეთოდებზე: „აქ ჯოჯოხეთია!.. ჩვენ ქუჩის არეულობებისთვის ვემზადებით!“

1Stab-zar-2-anსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ოდესის მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი, რომელმაც წინასწარი შედეგებით არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილის გუნდის უმკაცრეს ზეწოლას განიცდის - სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ნათესავებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით, ტრუხანოვისგან ითხოვენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას დათანხმდეს, სადაც, დიდი ალბათობით გამარჯვებას ქართული გუნდის წარმომადგენელი საშა ბოროვიკი მოიპოვებს. ამის შესახებ „პოლიტნავიგატორს“ პოლიტიკოსის შტაბიდან წყარომ უამბო.

აქ ჯოჯოხეთია! ზეწოლას ახდენენ... ხალხის გამოსაყვანად ვემზადებით. მზად ვართ ქუჩის არეულობებისათვის ოდესაში!“, - განაცხადა მოსაუბრემ.

პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებებს არა იმდენად კიევი, არამედ აშშ-ის საელჩო აწვდის. ახლა ოდესაში ბრძოლა მიმდინარეობს არა უბრალოდ ქალაქის მერის პოსტისთვის, არამედ გეოპოლიტიკუირ კონფლიქტია გაჩაღებული. ოდესის ოლქი ეს შვიდი პორტია, მიწის ფართობით უზარმაზარი რეგიონი, არსებობს დიდი აქტივები, ის „კეტავს“ უკრაინის გასასვლელს ზღვაზე და, თეორიულად, თუკი უკრაინაში „ქანქარა“ გადაიხრება, ქართულ გუნდს შეუძლია დასავლეთის ქვეყნებისადმი მიმართვის ინიცირება მოახდინოს „მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის“ შემოყვანის თაობაზე. დღეს ეს ჯერ კიდევ ფანტასტიკაა, თუმცა 2 წლის შემდეგ შესაძლოა რეალობა აღმოჩნდეს!“ - აცხადებს იგორ დმიტრიევი, წარსულში ტრუხანოვის პიარ-მენეჯერი.