აქტუალური
საქართველოში ბიზნესის კეთება უფრ იოლია, ვიდრე საფრანგეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში. როდის გავუსწრებთ მათ ეკონომიკური განვითარებით? - საქინფორმი

1-bizness-aqtual-2-analitსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა - კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით.

"აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს მიენიჭა 24- ადგილი. წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი, გაფართოვებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა", - განაცხადა იავან ოჰალორანმა.

საქართველო, ბიზნესის კეთების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშს, რომელიც ბიზნესის კეთებას უკავშირდება.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბევრ პოზიციაზე გვაქვს გაუმჯობესება და არსად არ გვაქვს გაუარესება. ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იაპონია, ბელგია, იტალია ლუქსემბურგი და სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქინფორმს აინტერესებს, რამდენად მალე გაუსწრებს საქართველო ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარებით? თუ საქართველო ბიზნესისთვის - სამოთხედ, ხოლო ხალხისთვის - ჯოჯოხეთად დარჩება?