უცხოეთი
აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევა, თუ სომხეთი თანხმობას მისცემს

1-azerb-zar-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაჯანი წარმოადგენს სახემწიფოს, რომელსაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრთა უმრავლესობასთან, თუმცა ყველა გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში კონსესუსით მიიღება, განაცხადა კავკასიისმოცდნეობის სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა ალექსანდრე კრილოვმა.

მისი თქმით, გაწევრების პროცედურის დასაწყებად აუცილებელია ყველა წევრი-სახელმწიფოს თანხმობა. არარეალისტურია ასეთი თანხმობის მიღება სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანთან მისი ურთიერთობების ნორმალიზაციის გარეშე. „ამიტომ უახლოეს პერსპექტივაში ყველა განცხადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესაძლო გაწევრების შესახებ მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება, მათი პრაქტიკული ხორცშესხმის შანსის არსებობის გარეშე“,- განაცხადა მან.