სამართალი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას“

1-iust-samart-1საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო სიუსტიციის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.

2015 წლის 30 მაისს, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, . სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ გამოუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის N301/2015 ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია“.

მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, დღეს, 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოიწყებს . სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას.

აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

ამის შემდგომ, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნა მ. სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს”.