უცხოეთი
ოდესა. ჩვეულებრივი ფაშიზმი (ვიდეო) - გუბერნატორი სააკაშვილის თანდასწრებით „აქტივისტმა“ ოდესელების მკვლელობა აღიარა და ახალ მკვლელობებს დაჰპირდა!

1-faSistik-zar-3-anსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესაში გრძელდება მოსახლეობის გაფაშისტება. 28 ოქტომბერს ინტერნეტში, უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების ჩატარებისთანავე გამოჩნდა საინტერესო ვიდეორგოლი.

ვიდეოზე მოხალისეთა რაზმის მებრძოლი, ოდესელი ვლადიმერ მალოფეევი პირდაპირი ტექსტით აღიარებს ოდესის პროფკავშირების სახლში 2014 წლის 2 მაისს ოდესელების დახოცვას და ამით ამაყი, ემუქრება მათ, ვისაც „ვერ დაეწივნენ“. უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ეს მტკიცებულებად არ მიაჩნიათ, ხოლო სიძულვილის გაღვივებისა და მკვლელობებისკენ მოწოდება კი - დანაშაულად. როგორც სოცქსელში ოდესელები იტყობინებიან, ესაა დაჯგუფება „მემარჯვენე სექტორი“ ოდესა“-ს აქტივისტი.

აღსანიშნავია, რომ არამზადის გვერდში მდგომი ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არათუ გმობს, არამედ - წაახალისებს კიდეც ფაშისტ აქტივისტს.

infopolk.ru