აქტუალური
,,საგადასახადო კოდექსის” ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, შესაძლოა, კიდევ ერთი ცვლილება შევიდეს, რომელიც მაღაროების მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას შეეხება.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ახალ ,,საგადასახადო კოდექსში” შესაბამისი რეგულაცია ისედაც არსებობს, თუმცა საკითხი ნათლად არ არის ჩამოყალიბებული და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, დაზუსტდება თუ არა ამ მხრივ კანონში ჩანაწერი.