აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ ვმუშაობთ, რომ აშშ-საქართველო სტრატეგიული დიალოგი ავიყვანოთ ხარისხობრივად ახალ დონეზე“

1-anneks-AQTUAL-1-ANALITსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვართ მოწმეები მცოცავი ანექსიისა, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა დაბორდერიზაციაში“, ასევე, .. შეთანხმებების გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო აშშ- მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი“, -განაცხადა მინისტრმა.

„მინდა განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ნატო-ში ინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით“, -აღნიშნა მინისტრმა.