აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეუთო-ში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთის და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

1-abaSa-AQTUAL-3საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ის პირდაპირი დიალოგი იყო, რომელსაც თბილისი მოსკოვთან აწარმოებს. ძალიან კარგი და სასარგებლო საუბარი - ასე შეაფასა ზურაბ აბაშიძემ დიპლომატებთან შეხვედრა. "ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პრობლემებია, რა პერსპექტივები არსებობს რთული საკითხების მოგვარების მიმართულებით, არის თუ არა რაიმეპროგრესი, რა არის მოსალოდნელი შეხვედრების შემდეგ ეტაპზე. საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს აღნიშნულის თაობაზე მათი მხრიდან დასაკმაოდ კარგადაც არიან ინფორმირებულნი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან შეკითხვებიც ჰქონდათ. დიპლომატები დაინტერესდნენ, როგორია ქართული მხარის მიდგომები, რა საკითხები განიხილება პირდაპირი დიალოგის ფორმატში, როგორესახება საქართველოს ხელისუფლებას ამ დიალოგის გაგრძელება და რამდენად არის ის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომლებიც ჟენევაშიგანიხილება.