აქტუალური
ალგირდას ბუტკევიჩიუსი: „ლიტვა, დასავლეთის სახელმწიფოებთან ერთად, მზად არის, დაიცვას ქართველი ხალხი და საქართველო“

1-gotova-aqtual-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა, - საზეიმო ღონისძიებაში საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის ნათელი დემონსტრირება, - ასე შეაფასეს სკვერის გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ლიტვა ნამდვილი მეგობარია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნამდვილ მეგობრობას, რომელიც ორ ერს აკავშირებს. 2009 წელს თბილისში გაიხსნა ვილნიუსის სკვერი და ძალიან კარგია, რომ დღეს თბილისის სკვერს ვხსნით ვილნიუსში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის სკვერის გახსნაზე.

ალგირდას ბუტკევიჩიუსმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სკვერი ვილნიუსში, მშვიდობიანი და აყვავებული საქართველოს სიმბოლო გახდება.

დღეს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და საქართველოს დაცვა სჭირდება. ლიტვა, დასავლეთის სახელმწიფოებთან ერთად, მზად არის, დაიცვას ქართველი ხალხი და საქართველო“, - განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

თბილისის სახელობის სკვერი ვილნიუსის ცენტრალურ უბანში - ჟვერინასზე მდებარეობს.