აქტუალური
მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ახალი გაშიფრული აუდიოჩანაწერი ნუგზარ წიკლაურსა და გივი თარგამაძესთან - როგორ მიმდინარეობს მზადება სახელმწიფო გადატრიალებისათვის საქართველოში

1-rasSifr-aqtual-1-analitსაქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინულმა საიტმა „Українська революція“ გამოაქვეყნა ახალი სკანდალური მასალა - ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან - ნუგზარ წიკლაურსდა გივი თარგამაძესთან, რომელიც რუსეთში ცნობილია მეტსახელით „ვასილიჩი“ და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე არეულობების მოწყობის გამო. აუდიომასალას ერთვის შემდეგი წინასიტყვაობა (იბეჭდება უცვლელად):

რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოს რეგიონიდან, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, თბილისში გადმოისროლეს 50 ყოფილი სპეცნაზელი. ოპერაცია სააკაშვილის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა და მის წარმატებით განხორციელებაზე პასუხისმგებელი იყო გივი თარგამაძე, რომელიც, შეგახსენებთ, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში ბოლოტნაიაზე მოწყობილი არეულობების გამო. გივიმ წარმატებით ჩაიყვანა სააკაშვილის რეჟიმის საუკეთესო მებრძოლები თბილისში, რის შემდეგაც საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მობილიზებული იქნენ ნაციონალისტური პარტიის აქტივისტები, რომელთა რიგებშიც წარმატებით შეერივნენ ბოევიკები.

ასევე შეგახსენებთ, რომ უწინ, როცა ნიკა გვარამიამ არ იცოდა, როგორ დაკავშირებოდა ყოფილ სპეცნაზელებს, ბოევიკებს, სააკაშვილი მას დაჰპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებდა გივი თარგამაძე. როგორც ხელში ჩავარდნილი საუბრებიდან ჩანს, გივიმ წარმატებით შეასრულა დავალებ, რითაც თავი გამოიჩინა თავისი ლიდერის წინაშე.

სააკაშვილი-წიკლაური-თარგამაძე

სააკაშვილი: როგორი განწყობაა?

წიკლაური: კარგი განწყობაა. ახლაც არასამთავრობოები გამოდიან. 6 საათზე ხომ იყვნენ  და ახლაც ეთერში არიან ყველა. ხვალ ცნობად სახეებს მოიყვანენ და ისინიც მთელი დღე ეთერში იქნებიან. 10 საათზე ხალხის ნაწილი სასამართლოსთან მიდის და ჩვენი 3 ათასი კაცი მოვა იქ. 2500 ჩვენი კაცი, პლიუს კობა და კიდევ ვიღაცეები, ნუ 3 ათას კაცამდე მოვა „რუსთავი2“-თან. კარვები და რაღაცეები ყველაფერი გვაქვს. ხვალ უკვე დამონტაჟებას დაიწყებენ. მე რასაც მეუბნებიან, მათ ესეთი სცენარი აქვთ, რომ ჩვენი ხალხი იქ რომ იქნება თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ 600 კაცს და იქ მოხდეს „ქლეში“, პოლიცია და ასე ხო. ჩვენც ჩამოგვყავს ახლა ვიღაც-ვიღაცეები და 50 ადრე სპეცრაზმელები, რომ იყვნენ ისეთი ხალხი სამეგრელოდან ჩამოგვყავს. აქ ჩვენთან ერთად იქნებიან. მგონია, რომ რაღაც ამყრალდა მაგრად და ვნახოთ რა იქნება.

აუდიოჩანაწერის ბოლოს საუბარში ერთვება გივი თარგამაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამშვიდებს და ეუბნება, რომ ხალხი საკმარისი რაოდენობით არის.

სააკაშვილი - ქვეყნის მასშტაბით საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია, ყოველდღე კი არ უნდა იყოს, მერე სამ-ოთხ დღეში კიდევ უფრი დიდი მიტინგი უნდა იყოს, კონცერტი.

წიკლაური - თუ ეგრე თქვა ამან, რომ მე ოდესღაც გამოვაცხადებო, აქ დავტოვებ ალბათ ერთი 70-დან 100 კაცამდე, თუ ეგეც აუცილებლობაა, რომ კარვებში ვიღაცები იყვნენ, მერე დავიწყებთ რაიონებში იმას და გამოცხადების წინა დღეს ხომ გაგვაგებინებენ, იმიტომ რომ საჯარო გამოცხადებაა ეგ, ჩუმად ვერ გამოაცხადებს, ხოდა იმ დღიდან, როცა ეს განაჩენს იტყვის, რომ უნდა გამოვაცხადოო, იქიდან იწყება რეალურად ეს პერმანენტული აქციები იმიტომ, რომ იმის მერე უკვე ვეღარ ვსაზღვრავთ ჩვენ აღსრულებას როდის იტყვის, აქვს უფლება არ თქვას და ჩუმად გადასცეს აღსრულება. ესეიგი ეს სადღაც მოხდება ერთი კვირის განმავლობაში. ნუ მაგ დროისთვის გვჭირდება მეტი მობილიზაცია.

სააკაშვილი - კონცერტი იქნება, კონცერტი მნიშვნელოვანია. განწყობა როგორი იყო ხალხისგან?

წიკლაური - კარგი განწყობაა.

სააკაშვილი - და რამდენია მანდედან მებრძოლი?

წიკლაური - ეზოში შემოვუშვი ხალხი, გორიდან ყველაზე ცოტა 200 კაცი მაინც არის, 50 კაცი ჩამოგვივიდა გუშინ რომ გეუბნებოდი სამეგრელოდან. იქიდან შეიძლება კიდევ ჩამოყვანა ხალხის, მაგრამ მერე ინფრასტრუქტურაც სხვანაირად უნდა მოეწყოს. 500 კაცამდე მაინც იქნება  საბოლოო ჯამში აი ეგეთი ორგანიზებული ხალხი. გივიც კიდევ ვიღაცებს ხვდება, აი ერთი წამით ვკითხავ ამას

სააკაშვილი - დაუძახე აბა გივის. (თარგამაძეს) აბა ვინ დაამობილიზე აბა მითხარი.

თარგამაძე - ნუ მოკლედ არის რა, საკმარისი რაოდენობით მომყავს, ზოგი ისეთია გაგდებულები, ზოგი ჩვენები, პირველსაც გავუძლებთ, მეორესაც და მემგონი მესამესაც დაჟე რა.