აქტუალური
საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაიას ახალი სატელეფონო საუბრის გაშიფრული აუდიოჩანაწერი მის ადვოკატ რომეო საჯაიასთან - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მზადების ახალი დეტალები

1-axala-aqtual-1-analitსაქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინულმა საიტმა „Українська революціяuarevo.in.ua-მ გამოაქვეყნა ახალი სკანდალური მასალა - საქართველოს შსს-ს საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაიას (ემალება ქართულ მართლმსაჯულებას საბერძნეთში, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით, თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩო ახალაიას ღვიძლი ძმა, რომელიც სასჯელს იხდის საპატიმროში, საქართველოში) სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი მის ადვოკატ რომეო საჯაიასთან. აუდიომასალას და გაშიფრული ჩანაწერს თანდართული აქვს შემდეგი წინასიტყვაობა (ქვეყნდება უცვლელად):

ნაძირალა ახალაიები სააკაშვილის საკუთრების დასაცავად

როგორც ცნობილია, სააკაშვილი გეგმავს სისხლისღვრასა და რევოლუციას საქართველოში. თუმცა, სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელია რევოლუციური იატაკქვეშეთი. ამ იატაკქვეშეთის შექმნით აქტიურად არის დაკავებული წამების დახვეწილი ოსტატი დათა ახალაია. სწორედ მან აღჭურვა მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სპეცნაზელებით, რითაც ასე იკვეხნიდა გივი თარგამაძე.

ბინძური პოლიტიკური პროვოკაციებისა და ინსინუაციების ორგანიზებაში დათა ახალაიასთან ერთად ჩართული არიან მისი ერთგული თანამოაზრენი და თანაგუნდელები, საჯელაღსრულების სისტემის ყოფილი მაღალაჩინოსნები, რომლებიც ფართოდ არიან ცნობილი თავისი სასრტიკი წამებებითა და არაადამიანური მოპყრობით პატიმრებისადმი. კერძოდ, დავით ჭაკუა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი შეფი. სწორედ მას დაავალა დათა ახალაიმ ნაძირლების მობილიზაცია.

ახალაია: რა ხდება აბა შენეული ხედვა მითხარი.

საჯაია: ამ ყ...ბს ვეუბნები ერთი კვირაა, ვერ გაიგეს ამათმა. ესენი გადაცმულები „რუსთავში“ აპირებენ დღესვე შიგნიდან

ახალაია: დღესვე კი არა ათი დღეა ვეუბნები, ესენი ხო დებილები არიან ჩემი კარგი მ.....ნ

საჯაია: ვეუბნები შიგნით არ შეგიშვებენ მეთქი და პროსტო გაგიჟებული ვარ...

ახალაია: მაგი ჩემი ინფორმაციაა, მე დავურეკე კეზერას და ვუთხარი, მერე მაგან გააკეთა თორე...

საჯაია: დაჟე რა ვუთხარი იცი? რო დაეჯერებინათ, მოვიტყუე მერიიდან არი მეთქი.. სხვა 200 კაცი იყო ჩვენთან ეხლა მოვარდნილი, ესენი წავიდნენ ახლა „რუსთავის“ შენობისკენ, სადაც ესეთი ინფორმაციაა, რომ გადააცმევენ ალბათ ფორმებს სპერაზმელებს ან ვიღაცეებს კუნთიანებს და იქ მივლენ რო ვითომ ხალხი მივიდა რა, რო ვითომ პოლიცია არ შევიდეს იმიტო. დღეს  მე უკვე დავურეკე აკომ მითხრა რომ იქიდან წამოვიდნენო და ჩვენი ბიჭები წამოვლენ რასაც მოასწრებენ, რაც არიან..

ახალაია: რამდენი მოგყავთ?

საჯაია: ჩვენ რაც გამზადებული გვყავდა ამაღამ 40-მდეა, 50 კაცი მაინც არი..

ახალაია: არა 300 კაციანი სია მივიღე და იმათ არ წამოიყვანთ?

საჯაია: აა ის კი კაცო, მაგრამ ამაღამვე ეხლა ის, მარა ეს მაინც მოდიან დღესვე ორგანიზებული რაც გვყავს სასწრაფოდ. ხო და თენგო და ისინი გაიღვიძებენ და იქნებ რაღაცა...

ახალაია: შენ სამასი კაცი მყავსო მომზადებულიო არ მითხარი?

საჯაია: ის 400-მდე არი მთლიანად კაცო ყველა ერთად.

ახალაია: ჩვენი რამდენია ?

საჯაია: ჩვენი იქნება 100 ზუსტი. მაგრამ ეხლა ამაღამ რასაც წამოვიყვანთ ეს არის, რაც გუშინ ვუთხარი, რომ ამდენი კაცი გვინდაო.

ახალაია: რამდენი მოყავთ?

საჯაია: 50 კაცი წამოვა დღეს.

ახალია: ხო ? კაია...

საჯაია: სია აქვს იკას, ნუგოს ხალხი დაემატება ახლა და ისინი წამოვლენ. იმიტომ რომ ხობში ვაფშე ნათქვამი არაა, ხობის გარეშეა ეს ყველაფერი.

ახალაია: ხობს რატომ არ უთხარით ?

საჯაია: ხობში წასასვლელი იყვნენ და ეს სამი დღე, ჯერ მოიცადე ჯერ მოიცადე, ვუთხარი და მერე მალაპარაკებენ ამაზე.

ახალაია: დავურეკოთ ჭაკუას ვეტყვი მაგასაც რო მოამზადოს მაგანაც კაცო.

საჯაია: დავურეკოთ მაგრამ ესენი არიან ღამეებს რო გაათენებენ ეგეთი ტიპები გამიგე? ორი კვირა რო იყოს აქ იქნებიან. ხოდა დამრჩენებისთვის იკა უნდა წასულიყო ხობში დათო ახალაიას ძმასთან, იმას ყავს კიდე და ერთი 20 კაცს მაინც წამოიყვანდა დამრჩენს.

ახალაია: საჭმელი რამე პასპორტი რო მოუნდეთ იქნება? ვის დაუკავშირდნენ?

საჯაია: აკომ მითხრა არ არიო პრობლემა მე მივცემო.

ახალაია: ჭაკუა იძახდა რო მეო 2 მარშუტკასო ან 1 მარშუტკასო როცა მეტყვითო 1 საათში მოვიყვანო.

საჯაია: ტყუილია ისა და მე ვთქვი პროცესისთვის არ გაუკეთებია.

ახალაია: ხოდა დავავალოთ თუ გაქვთ სურვილი თქო და ვახავთ თუ არადა ყველას ჩამოვწერთ.

საჯაია: კი, კაი, მაშინ დავაკავშირებ ეხლა ერთმანეთს დათო ახალაიას ნიკა დაუკავშირდება და...

ახალაია: კაი მეორე თემა. ბიჭო ერთი კვირაა ვეხვეწები მაგათ რო ხალხი მობილიზებული გყავდეთ ვეუბნები ყველას და..

საჯაია: არადა ჯერ არა ჯერ არა, აბა როდის, განაჩენს გამოგიცხადებენ და მერე რა აზრი აქ. ვეუბნები არა ყავთ ბიჭო სიები გაკეთებული აქვთ ისე კი, სამეგრელოდან აქვთ ხუთასრაღაც კაცის მარა..

ახალაია: ხალხი არ ყავთ, მთელი ერთი კვირაა ბიჭო  ვიხვეწები

საჯაია: არადა, ემზადებიან ვითომ... ჯერ არა, აბა როდის?

400 კაცი, როგორც მინიმუმ  გვეყოლებაო, ვინც ღამეს გაათევს და დარჩება.

რომ ვუყურებ, არ მუშაობენ, გული მაქვს გამსკდარი.

აქ 500 კაცი გროვდება, შიგნით

ახალაია: რა ხალხია ბიჭო ესენი

საჯაია: ასე თქვეს, დამგეგმავი არავინ არ გვყავსო.

აკომ თქვა დამგეგმავი არ გვყავსო არავინ.

ზონა ბევრნი არიან ახლა ბავშვები, ცოტა ისე კაი ბიჭები არიან და ესენი იქნებიან და. ესენი როგორ აკეთებენ იცი ? ხვალ, აპირებდნენ ესენი ქალაქიდან 200 კაცი იქნებოდა, ქალაქის პარტიის, კახეთი 100 და ნუ 500 კაცი იქნებოდა ასე.

ახალაია: 500 კაცი რას ეყოფა ბიჭო 1000 კაცი რო მოვა..

საჯაია: ხოო ხოო მარა ახლა დაემატება ესენი დანარჩენებს დაუძახებენ და სიები აქვთ, ყველგან აქვთ სიები გაკეთებული ვის რამდენი შეუძლია. პახოდუ ხვალ გამოაცხადებენ მობილიზაციას, დიდ აქციას დააანონსებენ და ..

ახალაია: ხვალ უნდა ყოფილიყო ეგ აქცია ხვალ.. ვინ გეგმავს ბიჭო .. აიღე შენ დაგეგმე..

საჯაია: გაიკრიფენ ისინიც, ეხლა წავიდნენ რა მოხდა ამდენი კაცი რო არ დასწრებოდა.

ახალაია: კაი კაი, თუ რამეს გაიგებ მითხარი. მერე სპეცრაზმს დააყენებენ იქ და არ შეგიშვებთ შიგნით რა ამის დედა .....

ახალაია: კი, კაი კაი...