სამართალი
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ, ლევან ჯ, ლაშა ჯ. და წარსულში ნასამართლევი იმედა ტ. სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს.
ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.