უცხოეთი
ალიევმა ევროკავშირი გააფრთხილა: „აზერბაიჯანი არ აპირებს ევროპაში ინტეგრირებას, ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეებში!“ ქართველი ხალხი მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტს

1-alievio-zar-1-anსაქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ახალი სკოლის გახსნაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებაზე სირიელი და ერაყელი ლტოლვილების მიმართ.

„ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულებამ ლტოლვილთა მიმართ ნათლად დაგვანახა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების სახე.

ნახეთ, რა საშინელებები ხდება ვეროპაში, რა ტანჯვა -წამებას უძლებს ომს გამოქცეული უბრალო ხალხი. ნუთუ, ამას ქვია ევროპული ღირებულებები? ესაა,ის პრინციპები, რაზეც ისინი გვეტრაბახებოდნენ მთელი წლები? სად გაქრა მათი ტოლერანტობა? სად არის მულტიკულტურალიზმი? სად არის მათი სიკეთე და გულმოწყალება? ეს არსად ჩანს...

ჩანს მხოლოდ დაპირისპირება რელიგიურ და ნაციონალურ ნიადაგზე, დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ისლამოფობია, ფაშიზმი, რასიზმი... ესაა, ის ღირებულებები, რის გატარებასაც ჩვენთან გეგმავდნენ და გვთავაზობდნენ? ასეთი ღირებულებები ჩვენ არ გვჭირდება , თავად დაიტოვონ!

სწორედ რომ ღირებულების კრიზის განიცდის დღეს ევროპა. სწორედ, ამიტომ აზერბაიჯანის ახალგაზრდობამ უნდა დაიცვას თავი ასეთი ე.წ. „ღირებულებებისგან“, რომელიც მიუღებელია კავკასიური სახელმწიფოსთვის.

დღეს აზერბაიჯანი საიმედო ხელშია, ვერავითარი გარე ძალა ვერ შეძლებს მოახდინოს უარყოფითი გავლენა ჩვენს ნებაზე და თავისუფლებაზე“.