აქტუალური
თეა წულუკიანი: "მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები"

1-culuka-aqtual-3საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. თეა წულუკიანის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, 6 ნოემბერს, 18:00 საათზე შევიდა.

"კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა გუშინ 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამით მომხდარი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მთავრობას დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.