სამართალი
„თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში“ - თამაზ მეჭიაური ამერიკის ელჩს ბოდიშის მოხდას თხოვს

1-daJe-samart-1საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მეჭიაურმა განცხადება „კურიერთან“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა და ამერიკელი დიპლომატი გააკრიტიკა.

“თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს ასეთი ფრომით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.