აქტუალური
ნოდარ ხადურმა საქართველოს მთავრობის მეთაურს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

1-bujet-aqtual-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით,  იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, 84 პროცენტია შესრულება და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. გადასახდელების თვალსაზრისით იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია გაწეული, ათ თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები მოითხოვა, რაც მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციით არის განპირობებული.

„გვინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს ჩვენ 283 მილიონი მილიონით გვინდა შევამციროთ სესხება შიდაბაზარზე – სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.