აქტუალური
„რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ვის რა უნდა გამაგებინეთ, "freedom house"-ია თუ "რუსთავი2"?“ - ნოდარ ჯავახიშვილი

1-spravedlivi-aqtual-3საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გააკეთა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

"მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია. როგორც ჩანს იმათ არ იციან რაზეა საუბარი. ამდენი ხანია მიდის ეს საკითხი და ვერავინ ვერ გამცა პასუხი- რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის სასამართლომ არ განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა გამაგებინეთ "freedom house"-ს, თუ "რუსთავი2"? ე.ი მე, მოქალაქემ ვიჩივლე და სასამართლომ არ განიხილოს? მაპატიეთ, მე სულ არ ვიცოდი ყარამანაშვილების იყო რუსთავი 2 თუ ვისი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ეგ. სხვა ტელევიზიებში როგორ არის, ჩვენ ა გვეცვლება დამფუძნებლები? ანუ, დამფუძნებელი ერთი, ყოფილი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს. სად მივდივართ მაშინ კითხეთ ერთი ეს "freedom house"-ია თუ ვინც გინდა იყოს, სხვა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში? გაიგებარია ხომ აბსოლუტურად", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.