უცხოეთი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სასამართლოს სისტემისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენებით შეშფოთებულია

1-maria-zar-1საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. შეშფოთებული ვართ საქართველოში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენებით , - ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია კალიურანდმა დღეს თბილისში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვიღწვით რა საერთო მიზნებისთვის, ეს პრინციპი ევროპული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია.

"ჩვენ ძალიან ნათლად გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ ის ქვეყნები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგულნი არიან",- განაცხადა მარია კალიურანდმა.