უცხოეთი
დიდი ბრიტანეთი არ ურჩევს თავის მოქალაქეებს, ეწვიონ „სახიფათო ქვეყნებს“ - აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთსა და საქართველოს!

1-london-zar-3-anსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელთა სტუმრობაც სახიფათოა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვის. როგორც გაზეთი Independent წერს, ტურისტებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სირია, ავღანეთი, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, ერაყი, ლიბია, მავრიტანია, პალესტინა, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, ტუნისი და იემენი.

ბრიტანული ფორინ-ოფისის წარმომადგენლები ასევე არ ურჩევენ თავის მოქალაქეებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ეწვიონ რიგ ქვეყნებს. ნაწილობრივ სახიფათო ქვეყნების სიაში აღმოჩნდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და საქართველო.