აქტუალური
„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე აქტიურ ფაზაშია. აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები მომავალ წელსაც იგეგმება“ - თინა ხიდაშელი

1-activ-aqtual-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან საუბრისას საერთაშორისო ინტერნეტპორტალი "ევრო დიალოგი XXI" დაინტერესდა.

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაზაშია. შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში და მხარს გვიჭერს, როგორც თანამშრომლობის ორმხრივ ისე, მრავალმხრივ ფორმატებში. არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე სწორედ აშშ-ის წარმომადგენელია. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველა პირობას ვქმნით პარტნიორებისთვის, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა შედეგზე ორიენტირებული და რელევანტური იყოს.

მზად ვართ ბოლომდე დავრჩეთ ავღანეთში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. სხვაგვარად, ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, წარმოუდგენელი იქნება არსებული გლობალური გამოწვევებისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი და  დასძენს: „ღირსეული პარტნიორი“ - აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მტკიცე არგუმენტი და ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების სანდო, ანგარიშგასაწევი და ყველაზე უახლოესი პარტნიორი. მსგავსი წვრთნების ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება“.