აქტუალური
„არ ვაპირებთ ისეთ უცნაურ გაერთიანებებში გაწევრიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საეჭვო და ბუნდოვან პერსპექტივებს გვპირდება“ - თინა ხიდაშელი

1-ne-aqtual-3-analitსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. წინა ხელისუფლებამ აშკარად დააგვიანა დსთ-დან გამოსვლა, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ „კარგი გაკვეთილი“ მივიღეთ“- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "ევრო დიალოგი XXI" - თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან“ გამოსვლის შემდეგ ცენტრალური აზიის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ.

სამხრეთის ენერგოდერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ირანის პოტენციურ რესურსებთან ერთად, ევროპაში, რუსული გაზის მთავარ ალტერნატივად განიხილება. ენერგეტიკული თანამშრომლობა ღრმავდება თურქმენეთთან, რომლის ენერგომარაგებიც გაზრდისსამხრეთის ენერგოდერეფნისპოტენციალს და მის პოლიტიკურ დატვირთვას. საქართველო ამ გზაზე პარტნიორების ერთგული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება სცდება ერთი ქვეყნის ინტერესებსა და მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობას აქვს მტკიცე ნება - ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში, რომელშიც ჩართული ვიქნებით. მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო, მსგავსი ტიპის პროექტებში ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ დერეფანი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.