სამართალი
„პატრიოტთა ალიანსის" აქციას „ახალი მემარჯვენეები“ შეუერთდნენ

1-kacit-samart-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების აქციას  „ახალი მემარჯვენეები“ შეუერთდნენ.

„როდესაც პროტესტი არის კონსოლიდირებული და ბევრი ადამიანი ერთვება, შედეგი ყოველთვის დგება, ან სრულად, ან კიდევ ნაწილობრივ მაინც. რაც შეეხება ჩვენს აქ მოსვლას, როდესაც საარჩვენო თემატიკაზე პროტესტი გამოითქვა, ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა“ სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ მას. მითუმეტეს როდესაც პროტესტის ისეთი ფორმაა, რასაც შიმშილობა ჰქვია. იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, მასშტაბურობაა საჭირო“,- განაცხადა „ახალი მემარჯვენების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების შიმშილობის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეთა რიცხვი  30-მდე ადამიანს შეადგენს. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.