სამართალი
„სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-federica-samart-3საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინის პირისპირ შეხვედრაზე.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.