უცხოეთი
ტრამპი მხარს უჭერს სირიაში რუსეთის ოპერაციას

1-don-zar-3საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. შშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის მიერ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტების დაბომბვას, - იუწყება Huffington Post.
პოლიტიკოსის აზრით, აშშ–მა იგივე უნდა გააკეთოს.

რაც შეეხებათ სირიელ ლტოლვილებს, რომლებიც ამერიკაში ჩადიან, მათთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ პირადად ის მათ უკან, ევროპაში დააბრუნებდა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ისინი შეიძლება „ყველა დროის უდიდეს ტროას ცხენად“ გადაიქცნენ.

რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან  წერტილოვან ავიადარტყმებს ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოევიკებმა, რომლებმაც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უდიდესი ნაწილი დაკარგეს სირიის არმიასთან შეტაკებისას, უკან დახევა დაიწყეს.