პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, და რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება!“

budet-polit-1-analitსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული "ევროპის სახალხო პარტიას", გნებავთ ევროსაბჭოს და ეუთო-ს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ გამოთქმული კრიტიკულ შეფასებების კომენტირებისას განუცხადა.

თუმცა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს.

"უამრავი უმეცარი განცხადება გააკეთა "სახალხო პარტიამ". ის ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე "ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი". იგივე ევროსაბჭომ და ეუთო- - რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან "ისინი", იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქმე ეხება კერძო სუბიექტებს შორის დავას.

"რა თქმა უნდა აჟიოტაჟი არის დიდი, მაგრამ ისევ შევახსენებ მოსახლეობას რეალურ ვითარებას - დვალი და ხალვაში იბრძვიან წართმეული ქონების დასაბრუნებლად. ისინი არიან ერთ მხარეს, მეორე მხარეს წარმოადგენს გამოკვეთილად გვარამია და მთელი "ნაციონალური მოძრაობა" მეპატრონე ყარამანიშვილებთან ერთად, რომელიც ბოლოს მოქოქეს, მაგრამ ვერ მოქოქეს. ანუ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა", - აღნიშნა ივანიშვილმა.