აქტუალური
„ოპონენტებისგან ისეთ შეფასებებს ვისმენ, რომ შთაბეჭდილება მრჩება, ეს შუამდგომლობა წაკითხულიც არ აქვთ“ - გიორგი კახიანი

georg-aqtual-2-analitსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა „2030“-ში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

ისე ხდება ყველაფრის წარმოჩენა, თითქოს შუამდგომლობაში ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ თითქოს კოლეგიის ორი მოსამართლე წარსულშირუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის მოადგილე იყო, როდესაც იგი მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. მე ხელში მიჭირავს 12 გვერდიანი შუამდგომლობა, სადაც ის არგუმენტი - მოსამართლისა დარუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის კავშირთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, არის მინიმუმ მეორე ხარისხოვანი, თუ არა მეათე ხარისხოვანი. ამ შუამდგომლობაში დაყენებულია მრავალი არგუმენტი, რომლის თაობაზე ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა, კერძოდ, კახიანმა.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა ეს მოახერხეს, რომ სასამართლო ხელისუფლების გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟია ატეხილი. როდესაც ჩვენი ოპონენტები ჩვენს შუამდგომლობაზე საუბრობენ, მე მათ ვთხოვდი, რომ ჯერ წაიკითხონ შუამდგომლობა და შემდგომ ისაუბრონ მასზე“, - აღნიშნა, კერძოდ, დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, „რუსთავი 2“–ის სარჩელთან დაკავშირებით, მოსამართლეთა - ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილის, აცილების შუამდგომლობით მიმართა.