სამართალი
„აქიმიძეს, დვალს და ხლავაშს აქვთ უფლება, იდაონ იმ საკუთრებაზე, რომელიც თავის დროზე მათ წაართვეს“- ბიძინა ივანიშვილი

Idealen-samart-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები „რეალ ტივიმ“ მოაგებინა. ამის შესახებ ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“ დღეს მისთვის, როგორც ტელევიზია, არის საინტერესო სწორედ ისეთ ფორმაში, როგორშიც დღეს არის და აცხადებს, რომ დღევანდელი „რუსთავი 2“ „რეალ ტივისგან“ არაფრით განსხვავდება.

„რუსთავი 2“ ჩემთვის, როგორც ტელევიზია საინტერესოა სწორედ ისეთ ფორმაში, როგორშიც დღეს არის. ჩვენ არჩევნები „რეალ ტივითი“ მოვიგეთ. მე, პირადად „რეალ ტივი“ ყველაზე მეტს მეხმარებოდა და დღევანდელი „რუსთავი 2“ „რეალ ტივისგან“ არაფრით არ განსხვავდება და რაც დიდხანს მოიხმარს „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ს, მით უფრო ღრმად წავა ქვემოთ. ზემოთ - არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახა, რაც არის ამ ტელევიზიის ხელწერა. პოლიტიკურად, თუ მკითხავთ იდეალურია „რუსთავი 2“ დღეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.