სამართალი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს, ასოციაციის საერთაშორისო მდივან დავით ასათიანს და ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდა

asatian-samart-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ამა წლის 8 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ადვოკატებს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ადეკვატური.

შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

ცნობისათვის:  ქალაქ თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.