სამართალი
დავით უსუფაშვილის ¬სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით პრესა ინფორმირებული არ ყოფილა – საიდუმლო ვიზიტი აშშ-ში

1davita-samart-2საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. დავით უსუფაშვილის ვაშინგტონში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტის პრესსამსახურს და არც ამერიკაში საქართველოს საელჩოს არ გაუვრცელებია. შესაბამისად, არცერთი ის შეხვედრა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკულ მხარესთან გამართა, არ გაშუქებულა.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ საელჩოში ნახა, როდესაც ის უკვე ვიზიტს ამთავრებდა. უსუფაშვილი ვაშინგტონში მარტო იმყოფებოდა და მას არ ახლდა არცერთი დეპუტატი.

„კურიერთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავარი განსახილველი თემები იყო რეგიონული უსაფრთხოება, რუსეთი, უკრაინა, ევროინტეგრაცია, ასევე საქართველოში მიმდინარე ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, მათ შორის „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.

დავით უსუფაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბრიგიტ ბრინქს შეხვდა.