უცხოეთი
რუსეთმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ფრთოსანი რაკეტებით იერიში წყალქვეშა ნავიდან მიიტანა

1-dartyma-zar-2საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ფრანგული მედიის ცნობით, რუსულმა გემებმა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებიან, "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე ფრთოსანი რაკეტებით ახალი დარტყმა განახორციელეს.

გაზეთ Le Monde–ს ინფორმაციით, დატყმა 17 ნოემბრის ღამეს სირიის ქალაქ რაქას მიმართულებით განხორციელდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქად ითვლება. მისივე ცნობით, დარტმა განხორციელდა საფრანგეთის საჰაერო–სამხედრო ძალებთან ერთად.