პოლიტიკა
დავით თარხან–მოურავი: „მათ თუ ბრძოლა და ჩხუბი უნდათ, იქნება - ჩხუბიც, ბრძოლაც და ყველაფერი ის, რაც სააკაშვილის დროს იყო“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ სამშაბათიდან აქციები არ იქნება ასეთი მშვიდი და წყნარი. მათ თუ ბრძოლა და ჩხუბი უნდათ, ყველაფერი იქნება - ჩხუბიც, ბრძოლაც და ყველაფერი ის, რაც სააკაშვილის დროს იყო. არავის მივცემთ უფლებას რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება. 2016 წლის არჩევნები უკვე დღეიდან ყალბდება. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას რომ აქ ახალი დიქტატურა ჩამოყალიბდეს“, - ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან მოურავმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, თოქ-შოუში – „არგუმენტების დრო“, გააკეთა.

„ვინაიდან ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვიმყოფები ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, ვსაჭიროებ რამდენიმედღიან რეაბილიტაციას. გადასხმების კურსის გავლის შემდეგ, დაახლოებით სამშაბათს, კვლავ შევუერთდები მოშიმშილეების აქციას. ვიდრე მე ვიქნები რეაბილიტაციის ქვეშ, მოშიმშილეებს უკვე შეემატა ჩვენი პარტიის საკრებულოს წევრთა შემადგენლობა, სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების საკრებულოებიდან. ხაზგასმით ვამბობ: შიმშილობის აქცია არ შეწყდება! გრძელდება! ძალაშია ყველა მოთხოვნა! ხელისუფლების დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ მას პასუხები არა აქვს", წერს, თავის მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.