უცხოეთი
კორბანი: „დავით საყვარელიძემ და სხვა ქართველებმა სასტუმროსა და რესტორნის ფული არ გადაიხადეს“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენმა გენადი კორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს დაავიწყდა დნეპროპეტროვსკის სასტუმროში ანგარიშის გადახდა.

ინტერვიუში ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს თავად საყვარელიძისგან გაიგო. "როდესაც ჩვენთან იყო სტუმრად სხვა ქართველ კოლეგებთან ერთად, სასტუმროს ფულის გადახდა დაავიწყდა, ამ გადასახადში შედიოდა რესტორნის და ცხოვრების ფული.

ზუსტად ისე, როგორც ერთ ძველ ებრაულ ანეკდოტშია", - ყვება კორბანი.

ასევე ბიზნესმენი თვლის, რომ „ქართველები რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ პატრიოტი ებრაელები ბევრად უკეთესია“. „ამიტომ საყვარელიძის შეფასებისას მარტივად ვიტყვი: თუ ის თავს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსად ან ჩინოვნიკად თვლის, ჯობს დაინტერესდეს, რა კითხვები აქვთ მისდამი სამშობლოში", - დასძინა კორბანმა.

თავის მხრივ, დავით საყვარელიძე უარყოფს კორბინის განცხადებას, რომ მას სასტუმროში ფული არ გადაუხდია.