უცხოეთი
სააკაშვილი: საქართველოში ჩემს დაბრუნებას ვერ ეღირსებით!

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს იმ ხელშეკრულების ანულირება მოახდინოს, რომელიც ოდესის პორტის ქარხანასთან გაფორმდა. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება საფრთხეებს შეიცავს, რის შედეგადაც ქარხანა და უკრაინის ბიუჯეტი 93 მილიონ დოლარს დაკარგავს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა Шустер Live-ში განაცხადა.

როგორც კი მიზნად დავისახეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დავიწყეთ მოქმედებები, ქურდებმა დაიწყეს ყვირილი, რომ ჩვენ მომგებიანი საწარმოოს დესტაბილიზაციას ვახდენდით. მართალია ოდესის საპორტი ქარხნის დირექტორმაკორუფციის შემაჩერებელ კონტრაქტს”  ხელი პირადად არ მოაწერა, სამაგიეროდ ეს თავის თავზე აიღო მისმა მოადგილემ, რომელიც პრემიერმინისტრის იაცენიუკის დანიშნულია.

როგორც კი ვიწყებთ სახელმწიფო ქონების გაფლანგვის გამოაშკარავებას, ეროვნული მასშტაბის ქურდები და თაღლითები მაშივე გვადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციაში. სულ ტყულიად  მომიწოდებთ უკან დავბრუნდე საქართველოში და თქვენ უკრაინის თავისუფლად ძარცვის საშულება მოგცეთ”, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა  Шустер Live-ში.