სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი.  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რომან .

და წარსულში ნასამართლევი ფუად . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფუად ა-ს პირადი ჩხრეკისას 9,0015 გრ, ხოლო რომან ბ-ს პირადი ჩხრეკისას 18,8555 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.