სამართალი
ბორჩაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულს პატიმრობა ღუდუშაურის კლინიკაში შეეფარდა. დავით ბორჩაშვილის სასამართლო სხდომა ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში პანკისელთათვის დახურულ სხდომაზე აიუფ ბორჩაშვილის სხდომა განახლდა. სხდომაზე პროკურატურის 7 მოწმე დაიკითხა. სირიაში წასული არასრუწლოვნების ახლობლები აცხადებენ, რომ სირიამდე ტრანსპორტირებაში დახმარება მათ სწორედ ბორჩაშვილმა გაუწია. მოსამართლემ სხდომის პანკისელთათვის დახურვის გადაწყვეტილება რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დასაკითხ მოწმე პირთა პირადი უსაფრთხოების არგუმენტით ახსნა. მოწმეებმა განაცხადეს, რომ არასრულწლოვნების სირიაში წასვლაში ფული ბრალდებულმა გადაიხადა მანამდე კი ე.წ ბაიათის ერთგულების ფიცი დაადებინა. დაიკითხნენ ასევე უხუცესთა საბჭოს წევრები.