პოლიტიკა
2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება და 10 მლრდ ლარს გადააჭარბებს

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორიენტირებული.

თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 1.8 მილიარდ ლარს, 2016 წელს იგი გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს, თითქმის გაორმაგებულია. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის გამოყოფილია 570 მილიონ ლარამდედღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს“, – განაცხადა ირეკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 85 მილიონი ლარი, მაშინ  როდესაც სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სისტემის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი”.

2015 წლის 1 აპრილიდან განხორციელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და საბაზო ხელფასი გაიზრდება 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70 პროცენტით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები“,–აღნიშნა პრემიერმა.