საზოგადოება
დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში?

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. თავის ახალ სტატიაში ექსპერტი ჩრდილო კავკასიის საკითხებში ჰენრი კამენსი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი დაადანაშაულა ამ კავკასიურ სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალების მომოზადებაში, ვაშინგტონმა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის გეგმა უფრო „შესაფერისი დროისთვის“ გადადო.

საქართველოს მთავრობა უნდა უმადლოდეს უკრაინის, თურქეთისა და ქართული სპეცსამსახურების ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც სილვერმანს მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებათა ჩანაწერები გადასცა, შემდგომ ქართულ პრესაში რომ გამოქვეყნდა.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე საეჭვოა ვაშინგტონმა რაიმე გაბედული ნაბიჯები გადადგას. შემდეგ კი ვინ იცის, რა ბედი ელის ამ მაღალჩინოსან დამნაშავეს, რადგან აშშ–ის მომავალმა მმართველმა ძალამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ სააკაშვილი, რომლის ხსენებაც კი არავის უნდა საქართველოში, მათ მეტად აღარ სჭირდებათ, რასაც, შესაძლოა „უბედური შემთხვევა“ მოჰყვეს მისი მონაწილეობით. ამ გაქცეულმა ქართველმა პოლიტიკოსმა ხომ მეტისმეტად ბევრი იცის, რათა მშვიდად ცხოვრების ნება დართონ. თუმცა საეჭვოა, ის ამას აცნობიერებდეს.

http://journal-neo.org/2015/11/11/the-georgian-coup-saga-what-it-was-really-about/