აქტუალური
თინათინ ხიდაშელი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტსა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და ვარშავის სამიტი იყო. თინათინ ხიდაშელმა ალიანსის შემადგენლობაში მონტენეგროს მიწვევაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატოსა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ვარშავის სამიტზე შესაბამისი შედეგების მისაღწევად. ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს. შეხვედრაზე გამოთქვა სრული მხარდაჭერა და მზაობა საქართველოს საკითხის მხარდაჭერის თვალსაზრისით.