აქტუალური
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა სტეფენ ჰედლისთან და ნენსი ლინდბორგთან

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელ სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტ ნენსი ლინდბორგს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს და საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგებსა და სამომავლო გზებზე იმსჯელეს.

სტეფენ ჰედლიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მართებული სტრატეგია აქვს და მაპი გაწევრიანების პროცესში ბარიერს არ წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და აღნიშნული პრობლემების მოგვარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

თინათინ ხიდაშელი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ისრაელისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და საქართველოს გზა მინისტერიალიდან ვარშავის სამიტამდე.