აქტუალური
პოლკოვნიკი ბეგოიძე - ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კონფერენციაზე

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენციის ფარგლებში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილების გაზიარება. საქართველო 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის ოპერაციებში. ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნილი გვყავდა ორი ასეულის დონის კონტინგენტი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში ამოცანებს ასრულებს 5-კაციანი სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ასევე ვგეგმავთ ერთი ოფიცრის წარგზავნას მალიში ევროკავშირის მისიაში. ჩვენ უკვე დაგვიგროვდა საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებს - თუ რა იყო დადებითი, რა პრობლემებს წავაწყდით ამ მისიების დროს და რა შეიძლება იყოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში თავდაცვისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხის, კიბერუსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ სამხედრო და სამოქალაქო მისიებზე, ამ მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.