აქტუალური
პროკურატურამ გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე დაკითხა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ელისო კილაძემ ჟურნალისტებს იმ თემებზე უამბო, რის შესახებაც პროკურატურაში ისაუბრა.

საქმე ეხება ბოლოდროინდელ შეწყალების კომისიის გახმაურებ სკანდალს, რომელიც უკავშირდება ცნობილი ნარკოტრეფიკის საქმეზე ანასტასია ზაუტაშვილის და სხვა პირების შესაძლო გათავისუფლების საქმეში პარლამენტის ორი დეპუტატის, ეკა ბესელია და მანან კობახიძის მონაწილეობას, ასევე მეორე თემა, რომელზეც საუბარია, არის პოლიტპატიმრების სიების შედგენისას, მასში როგორ აღმოჩდნენ ის პირები, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ქონდა.

მე მყავს კონკრეტული რესპოდენტი, გერმანიაში მცხოვრები პირი, რომელმაც ჩემთან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ესწრებოდა ეკა ბესელიას იმ კომისიის სხდომებს, სადაც პოლიტპატიმრების სიები განიხილებოდა. მან განცხადა, რომ პოლიტდევნილების სიაში მეშვიდე ნომრად შეყვანილია ლევან ფხაკაძე. ის არის მძიმე დანაშაულში მხილებული პირი. კელენჯერიძე აცხადებს, რომ შეწყალების მომენტში ეკა ბესელიამ მიიღო ძვირადღირებული საჩუქრები, რაცა კანონით გახლავთ აკრძალული.

ეს პირი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ არანაირი განხილვა პოლიტპატიმრების სიის არ ყოფილა“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

„ტყუილად ეძებენ კავშირებს ჩემსა და ალეკო ელისაშვილს შორის. მე ეს ინფორმაცია არ მიმიღია ალეკო ელისაშვილისგან, ეს ინფორმაცია მე მივიღე სრულიად სხვა პირისგან, ქუთაისში. რაც დავბრუნდი თბილისში, მე დავასახელე მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას გვარები და ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ითხოვდნენ ისინი ალეკო ელისაშვილის ცილისწამებისთვის პასუხისგებაში მიცემას“, - განაცხადა ელისო კილაძემ.