აქტუალური
თინა ხიდაშელი ალბანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ნიკო ფელეშმა განაცხადა, დადგა დრო, მხარეებმა მეტ თანამშრომლობასა და საერთო პრობლემებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებაზე იზრუნონ.

აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს 13 მიმართულებით აძლიერებს, ალბანეთი საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულების ექსპერტიზით ეხმარება.

ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა, გადაწყდა, რომ ალბანეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მონაწილეობასა და როლს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ალბანეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰალილ ჰისენისაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა გზა და საშუალება უნდა მოისინჯოს, რადგან ეს იქნება ხიდი ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის, ეს ხიდები კი საერთო პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივი წარმატებისა და გამარჯვებების რეალურ შანსს მოგვცემს.