აქტუალური
ანტიმონოპოლიური კანონის მიღება შეფერხდა

kanoniანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ კანონის მიღება წლის ბოლომდე ვეღარ მოხდება. მიზეზად მთავრობის საპარლამენტო მდივანი ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ასახელებს. გია ხუროშვილის განმარტებით, რეფორმა ორ ეტაპად დაიგეგმა. ჯერ ამ სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა და ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა. მეორე ეტაპზე დაიგეგმა სამსახურის ფუნქციების გადახედვა.ხუროშვილის განცხადებით, კანონპროექტის შეფერხება ევროკავშირთან სტრატეგიის საბოლოოდ დამტკიცებას უკავშირდება და პარლამენტს კანონ-პროექტი საბოლოო სახით გაზაფხულზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ ცალკეულ მიმართულებებს სექტორებად გამოიკვლევენ და თუ სამსახური დაეჭვდა, რომ რომელიმე მიმართულებით რაიმე სახის მონოპოლიაა, სასამართლოს მიმართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.