აქტუალური
2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა.

• 82%-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;

• 3-ჯერ გაიზარდა  სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება;

• 2.5 ჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები;

• 24 მილიონი ლარით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი ბაზის განახლება;

• 60 მილიონი ლარით დაფინანსდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;

• 65%-ით გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი;

სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ათასამდე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 5 000-მდე მოსწავლეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმაღლესი განათლების სფეროში - სახელმწიფო აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას; გასამმაგდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუმრების რაოდენობა; გაიზარდა სასტიპენდიო ფონდები;

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი და სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის, ლისის ტბის ფერდობზე შენდება თანამედროვე სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. მსოფლიოს სამაგისტრო დასადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის  გრანტი უკვე 192 ახალგაზრდას დაუმტკიცდა.