უცხოეთი
ვლადისლავ სურკოვი : „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად, როგორც ეკონომიკის, ისევე თანამშრომლობის სხვა სფეროებში“

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სურკოვი აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში სურკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად, როგორც ეკონომიკის, ისევე თანამშრომლობის სხვა სფეროებში", - განაცხადა სურკოვმა. ვიზიტის ფარგლებში სურკოვი აფხაზეთის მინისტრებთანაც აპირებს შეხვედრას.