უცხოეთი
სააკაშვილმა მისგან დაფეხმძიმებული მარია გაიდარი ოდესის ოლქის ვიცე–გუბერნატორის პოსტიდან გაათავისუფლა არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. რა იქცა სულ ცოტა ხნის წინ თანამდებობაზე დანიშნული მარია გაიდარის გათავისუფლების ნამდვილ მიზეზად – უცნობი რჩება, თუმცა, ზოგიერთი მონაცემებით, სააკაშვილს მობეზრდა ფეხმძიმე გაიდარის ახირებები და სურვილები, რომელიც სულ უფრო ხშირად ითხოვდა განსაკუთრებულ პრეფერენციებს, – გადმოსცემს უკრაინული ტელეარხი „112“.

როგორც ჩანს, ბოლო წვეთად იქცა მარიას ინტერვიუ „რადიო ვესტის“ კორესპონდენტისთვის, სადაც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი მომავალი ბავშვის მამაა.

გათავისუფლების შემდეგ მარია გაიდარი რუსეთში დაბრუნდა და ამჟამად მოსკოვში, თავის მეუღლე ოლეგ ვინოგრადოვთან ერთად იმყოფება.