უცხოეთი
გერმანული მედია: აშშ–ს რეცესია ემუქრება

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. 2017 წლისათვის აშშ–ს ეკონომიკური დაღმავლობა ელოდება, რომელიც დამღუპველად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე და განსაკუთრებით მძლავრად შეეხება ევროპას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt–ის ეკონომიკურმა მიმომხილველმა ჰოლგერ ცშეპიცმა განაცხადა.

 „ეკონომიკური აღმავლობა ამერიკის ისტორიაში მაქსიმუმ 9 წელს გრძელდებოდა, ამიტომ, ყველაზე გვიან – 2017 წელს, კვლავ მოსალოდნელია რეცესია“, – მოჰყავს ცშეპიცის სიტყვები რია ნოვოსტის.