უცხოეთი
რუსეთმა ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. 2015 წლის 31 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა რფ–ის ნაციონალური უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტრადიციული სულიერ–ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნება რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. ასეთ ღირებულებებს მიეკუთვნება სულიერების პრიორიტეტი მატერიალურზე, – ნათქვამია, ასევე დოკუმენტში.

 დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ–ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს „ტრადიციული რუსული სულიერ–ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნება და გამრავლება, როგორც რუსული საზოგადოების, მოქალაქეობრივი სულისკვეთებით ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდის საძირკვლისა“.

 „რუსეთის ფედერაციის ხალხების საყოველთაო რუსული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთიანი სულიერ–ზნეობრივი და კულტურულ–ისტორიული ღირებულებების სისტემა, ასევე რფ–ის მრავალეროვანი ხალხის თვითმყოფადი კულტურა, როგორც რუსეთის კულტურის განუყოფელი ნაწილი“, – ნათქვამია, ასევე დოკუმენტში.

„ტრადიციულ რუსულ სულიერ–ზნეობრივ ღირებულებებს განეკუთვნება სულიერების პრიორიტეტი მატერიალურზე, ადამიანის სიცოცხლის, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ოჯახი, შრომა, სამშობლოს მსახურება, მორალისა და ზნეობის ნორმები, ჰუმანიზმი, გულმოწყალება, სამართლიანობა, ურთიერთდახმარება, კოლექტივიზმი, რუსეთის ხალხების ისტორიული ერთობა, ჩვენი სამშობლოს ისტორიის მემკვიდრეობითობა.

კულტურის სფეროში ნაციონალური უსაფრთხოების მუქარას წარმოადგენს ტრადიციული რუსული სულიერ–ზნეობრივი ღირებულებების გაქარწყლება და რფ–ის მრავალეროვანი ხალხის ერთიანობის შესუსტება გარე კულტურული და საინფორმაციო ექსპანსიის გზით, ძალადობისა და თვითნებობის, რასობრივი, ნაციონალური და რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდა, ასევე რუსული ენის როლის დაკნინება მსოფლიოში, მისი სწავლების ხარისხის შემცირება რუსეთსა და საზღვარგარეთ, რუსეთისა და მსოფლიო ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობა“.